- სულ მცირე სხივი უნდა, ამ წვიმების წასვლას, გადავლას. მეც ამოვშრები, როგორც ბუტკო თოთო შროშანის. და სანამ, ლეკვს გაუყოფ ლუკმას და ალერსს, გაგიბამ ბაასს დიდ შიშებზე, ბოსხის, - ,,ტკბობის ბაღზე" , - იოანე ზოსიმესა და ,,შავი ნაღველის რომანსზე".
- შენ კი იდგები კამკამა თქეშში, ამოდენა ხელებით, მხოლოდ ქოლგით შეიარაღებული. მომისმენ ფრთხილად, როგორც გჩვევია მწველი პირისახით. და ამ მარჯნისფერ გიჟ გაზაფხულში, შენი თვალების ვიწრო ჭრილებიდან დანახული პოეტის ყოფა, შეიმოსება - ყვავილების არტისტულობით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|