 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2025 |
კიდევ ერთი ოცნებები მომიკლეს, კიდევ ბევრჯერ მინატრია საგზალი, მერე რა თუ თქვენნაირი არა ვარ?! მერე რა თუ, არავინ გყავთ ბადალი.
მერე რა თუ ყოველ ღამეს ვათენებ, სხვებს რომ ტკბილად დავუხუჭო თვალები. თქვენი ქება მხოლოდ თქვენ გაგიგიათ, ისიც, როცა ტუჩ-ნისკარტით იცინით..
მერე რა თუ ბევრი ფული არა მაქვს, ეს სახლია, გაუხსნიათ დარაბა, აქაც იცის ჭერმა დიდი ქუხილი, და ისვრება რემონტებით კარადა.
აქაც უყვართ იღიმიან გულიდან, მერე ტანზე სოლიდურად იცვამენ.. საჭიროა, ჭურჭელს, ქვაბს გარეცხავენ, იატაკებს მოპით ამათრახებენ.
მერე რა თუ არაფერი არა მაქვს, საწუწუნო, რადგან ცოტას ვჯერდები, მომიტანეთ წიგნები და ვარდები, და უმალვე ბაღში გადავვარდები!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. თქვენი სიმდიდრე თქვენი შვილებია, იხარეთ ,იმრავლეთ . თქვენი სიმდიდრე თქვენი შვილებია, იხარეთ ,იმრავლეთ .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|