უკანასკნელად მოვიხურე ვიდრე კარები, მილიმეტრებში გამოვზომე ჩვენს შორის სივრცე, ორი ნაბიჯიც და ვერასდროს მომეკარები, თუმც ამ მომენტის დადგომამდე მე სუნთქვა მიწევს.
უკანასკნელად ჩავისუნთქე ვიდრე ჰაერი, იმ ოთახისა - სად პასუხი არა აქვს კითხვებს, ფიქრს გასაქანი არ მივეცი არანაირი, რომ გასაქანის არსებობას მევე ვერ მივხვდე.
ვიდრე ვიგრძნობდი- ბედს ვეღარსად დავემალები, მაინც ველოდი იმ წუთისთვის შესაფერ სიტყვებს, მაგრამ თვალები- ამეტყველდნენ მხოლოდ თვალები, ადგნენ და ყველა ის პასუხი სახეში მირტყეს!