 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 28 მაისი, 2025 |
მოვა, აგარჩევს ამდენ მოკვდავში და უნებლიე ბედისწერად მოგევლინება, მერე მის გვერდით ყველა იარა სულ თავისთავად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგეთმინება. გაივლის შიში მარტოდ დარჩენის, სევდაც გაივლის მოსული ღამე და მოლოდინის ბოლო ნარჩენი ჩაყლაპავს წლობით ნაწვალებ წამებს. ჩამოცურდება მხრებიდან ბინდიც და გათენებაც გაიღიმებს ცისფრად იმ დღიდან, დაგეჯერება, რისიც არ გწამდა იმ დღიდან შენი ყველა ქცევაც გაგიკვირდება. სულ სხვანაირი გახდები, იცი? სულ სხვანაირად დაიწყებ ლოდინს, არ დაიღლები, იცდი და იცდი, რადგან გრძნობ, შენსკენ და შენთვის მოდის!.. ... მოვა, აგარჩევს ამდენ მოკვდავში და უნებლიე ბედისწერად გამოცხადდება, მერე ის წლები, მარტოდ გავლილი სულ თავისთავად, წამიერად სადღაც გაქრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|