ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2025


  ჩამოტვირთვა

ქალაქმა ტანთ შემოიცვა წვიმა

ქალაქმა ტანთ შემოიცვა წვიმა,
ათასი წვეთი გისველებს სახეს,
ავტომობილში აუწევ მინას
და მასზე ფიქრში თავს ისევ ამხელ.

ალბათ გავიდა სულ წუთი ათი
სანამ მდუმარედ ზიხარ და ელი,
მაგრამ გგონია ვერსადროს ათვლი
დროს.., რომ მოიცვა სამყარო მთელი.

და აი შორს-სადღაც სილუეტს ლანდავ,
ნაცრისფერ ქუჩას ანათებს თითქოს,
წვიმისგან ტანს მოტმასნილი კაბა,
ყველა კონტურის სიშიშვლეს ითხოვს.

სველი აქვს თმები-სველი აქვს ყელი,
შენ საკინძისკენ აპარებ თითებს
და ეს პატარა , ნატიფი ხელი,
დაწინწკლულ მინის ზედაპირს ისხლეტს.

ქალაქმა ტანთ შემოიძრო წვიმა,
ნესტიან ქუჩებს ემჩნევათ დაღლა.
შენ უკვე გესმის მაგ გულის გმინვა
და ითვლი დღეებს გაყოლილს საგზლად...


მ . ბ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები