ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2025


* * *

გათენებამდე ფანჯრებს შორის
ბურუსებს სძინავთ
და შენს ენაზე ლაპარაკობენ ძველი გოთური კოშკები..
გალამაზებულ რეკვიემში წევს პოეტი,
რადგან პოეზია ერთადერთია, რაც ცოცხალია.

სხვაგან შეხედავ ამ სარკეებს - ჩამქრალ ვარსკვლავებს,
მტირალ ნათებებს, ყინულზე მწოლარ სახეებს.
დედაშენის ლოცვაც მოგიტანს ძილის ძალას
და როცა გიცნობს გაყინული სახე თოვლიდან,
იქ უნდა ითქვას - რომ ძნელია განადგურება.

მე სახეს ვიცვლი ძველ ტაძრებში
ვიქცევი ფერფლად.
სადაც ბგერები იძინებენ
ფრთხილად და ერთხმად.

შენ კი გახსოვდეს, რომ ეს შენი ქარტეხილია,
ბოლომდე წახვალ და იწამებ სიმაღლის ფეთქვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები