ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2025


* * *

უმწეობის შეგრძნება ყველაზე საშინელი რამაა.
შენს თვალწინ, შენს სიახლოვეს  იზრდებიან და ფორმირდებიან  კენჭები  ლოდებად. 
ნემსის ყუნწში გაძვრომაც  უკვე სათუოა.
უტოპიის ელფერი ადევს.
დამაიმედებელი ხმა  ,,იავნანასავით" ჩაგესმის,  მაგრამ არ იკარებ, ძილში რომ არ მოგეღოს ბოლო
აღმართზე დაწეული ლოდისაგან.
სიფხიზლეს არჩევ, ტკივილიანს,
მაგრამ მაცოცხლებელს
და სანამ გღვიძავს, იცი, რომ ვიღაცების სიმშვიდეს ტაბუ ადევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები