ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 ივლისი, 2025


Николай Джинчарадзе - Желать, советовать, — моё ли это право…

ნიკოლოზ ჯინჭარაძე - სურვილი, რჩევა - ნუთუ მხოლოდ ჩემია ნება?

სურვილი, რჩევა - ნუთუ მხოლოდ ჩემია ნება? —
მიიღებ, რასაც იმსახურებ, იმის მიხედვით,
მაგრამ გახსოვდეს: დამარცხებას, სახელოვნებას,
ბედი გარგუნებს თანაბარი ზომის წილხვედრით.

და ვიდრე მკაცრად განიკითხავ სხვის შეცოდებას,
არ დაგავიწყდეს განსაცდელთა მძიმე კირთები,
წინ ეკლიანი ჩვენი წილი გზა გველოდება,
ნუ განიკითხავ და აღარც შენ განიკითხები!

29 ივლისი, 2025 წ.


Николай Джинчарадзе - Желать, советовать, — моё ли это право…

Желать, советовать, — моё ли это право, —
Получишь то, чего достоин сам,
Но помни: поражение и слава,
Всегда нам достаются пополам.

И, прежде чем судить кого-то строго,
Не забывай, что где-то впереди
Нас ждёт ещё тернистая дорога —
Не хочешь быть судимым, не суди.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები