ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
6 სექტემბერი, 2025


Марина Цветаева - Заклинаю тебя от злата

მარინა ცვეტაევა - გამოგლოცავ  ჯადოს:  - განძის...

გამოგლოცავ  ჯადოს:  - განძის,
ღამეული ფრთოსან ქვრივის,
აორთქლილი მავნე ჭყანტის,
შეშლილი დედაბრის კვრინვის,

ბუჩქის ძირას შემძვრალ გველის
და ხიდის ქვეშ ნაკადულის,
გზაგასაყრის და მმარხველი
დედაკაცის სიქადულის.

ბუხარაში ნაქსოვ შალის,
მეფის  ფირმანის და ხელრთვის,
შავი საქმის სისაძაგლის,
უსწრაფესი თეთრი მერნის.

6 სექტემბერი, 2025 წ.


Марина Цветаева -  Заклинаю тебя от злата

Заклинаю тебя от злата,
От полночной вдовы крылатой,
От болотного злого дыма,
От старухи, бредущей мимо,

Змеи под кустом,
Воды под мостом,
Дороги крестом,
От бабы — постом.

От шали бухарской,
От грамоты царской,
От чёрного дела,
От лошади белой!

1918 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები