ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2025


  ჩამოტვირთვა

ერთფეროვნება

ედემის ბაღში გველმა კი არა
ერთფეროვნებამ დაბადა ცოდვა,
მერე ადგა და გამოიარა ასწლეულები
და ჩვენთან მოხვდა.
ვტრიალებთ დღესაც იმავე წრეზე,
შესაძლებლობა მუდამ გვეძლევა,
თუმც კარგიც ცუდად მოქმედებს ჩვენზე,
როცა ეს კარგი უკვე გვბერზრება.
ჰო, ასეთია კაცის ბუნება,
ერთფეროვნებას ვერ უძლებს დიდხანს
და ხშირად გვიწევს განადგურება
რას შევეჩვიეთ-რაც ძლიერ გვიყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები