ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
13 ოქტომბერი, 2025


Александр Пушкин - Весна, весна, пора любви

ალექსანდრე პუშკინი - გაზაფხულო - ლხენის, სიყვარულის ჟამო

გაზაფხულო - ლხენის, სიყვარულის ჟამო,
რა ძნელია შენი გამოჩენა ჩემთვის,
როცა მთენთავ ღელვას სიმძიმილი ერთვის, 
სულიცა და სისხლიც სიამეს არ ლამობს...
გულს არ შეერგება სიტკბოების წვეთი... 
და ყოველი, ქვეყნად რაც ხარობს და ბრწყინავს,
თავს მაბეზრებს,  კვნესის გული დანაფლეთი.

დამიბრუნეთ ისევ  ქარბუქი და ყინვა,
ზამთრის გრძელ ღამეთა სიწყვდიადე მინდა.

13 ოქტომბერი, 2025 წ.


Александр Пушкин - Весна, весна, пора любви

Весна, весна, пора любви,
Как тяжко мне твое явленье,
Какое томное волненье
В моей душе, в моей крови…
Как чуждо сердцу наслажденье…
Все, что ликует и блестит,
Наводит скуку и томленье.

Отдайте мне метель и вьюгу
И зимний долгий мрак ночей.

1827 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები