ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2025


ებანი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ებანი

იცი,  რა როგორ უნდა ხდებოდეს?!
- ვინც გესიზმრება,
სწორედ იმ დროს იმასაც უნდა ესიზმრებოდე…
კარგი, თუ არ დაესიზმრები,
წარმოსახვაში  გხედავდეს მაინც..
წარმოსახვაში თუ არ გხედავს,
ვიღაცასთან გახსენებდეს,
თუ არ გახსენებს,
მაშინ შენზე ფიქრობდეს მაინც…
კარგი, შენზე თუ არ  იფიქრებს,
ახსოვდე  მაინც.

გამოვიდოდა,
რომ ყოველღამ სიზმარში მხედავ,
ან მუდმივად წარმომისახავ,
ვინმესთან მუდამ მახსენებ და
სულ ჩემზე ფიქრობ,
ან სულ  გახსოვარ.

საიდან ისმის,
რაა ეს ბანი,
ან  სიმგამწყდარი რაა ებანი,
ან  უპასუხო ასე  ვნებანი,
ან ეს  მუდმივი,
ეს ცალმხრივი  დასიზმრებანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები