 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პოეზია 19 ოქტომბერი, 2025 |
როცა გრძნობ, რომ კედლები თავისთავად შენდებიან შენსა და ადამიანებს შორის, ერთადერთი არჩევანიღა გაქვს- უნდა წახვიდე. უნდა წამოკრიფო შენი ძვლები ყველა იმ აკლდამიდან, რომელშიც ხან საკუთარი ნებით გიწევდა შესვლა, ხანაც- სხვათა თანხლებით მიაცილებდი გულხელდაკრეფით, რომ მერე, ბრბოს მისტიური ვნებებისა და აღტკინების ფონზე უმოწყალოდ ჩაგექოლა არარსებულ ბავშვობაში ჩარჩენილი და დაბზარული შუშის ცხედარი.
ახლა შეგიძლია აღიარო, რომ არც წარსულია, არც მომავალი ამ გლუვ სივრცეში. გზების სარჩევიც დრომ დაუჩრჩილა იმ ერთადერთ წიგნს, სულის მშველელად რომ მიგაჩნდა. მიგაჩნდა მხოლოდ... ჩათვალე- მოკვდი. ვერც ვერასდროს განმეორდები.
აღარ არიან ის მეგობრები, სიზმრებშიაც რომ აწვალებდათ შენი ტკივილი... რომ დაგეძებდნენ სულმოუთქმელად... და ,,შემთხვევით'' რომ გპოულობდნენ... რომ გიხაროდათ ერთმანეთის ეს ,,აღმოჩენა''... ცრემლები რომ ვერ მალავდნენ სათქმელს...
ახლა კედლები თავისთავად შენდებიან და უხმოდ აწერენ ხელს მკაცრ განაჩენს: დროა წახვიდე! უნდა წახვიდე! უთქმელად წადი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩათვალე- მოკვდი. ვერც ვერასდროს განმეორდები.
ვერც ვერასოდეს გაგთახმდები ჩათვალე- მოკვდი. ვერც ვერასდროს განმეორდები.
ვერც ვერასოდეს გაგთახმდები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|