ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2025


აჰა, მოვალ მალე

11. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს.
12. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.
იოანეს გამოცხადება (თავი 22)


კვლავ უსამართლობს ავთვალი,
ბილწი დატკბება სიბილწით,
სიმართლეს იცავს მართალი,
წმინდანი ცხოვრობს სიწმინდით,

არაფერია ახალი,
მამალი ყივის სიხრინწით;
ისევ მოკვდება ფართხალით
ახალგაზრდა თუ მიხრწნილი...

მაგრამ, ამდენი მანქურთი,
ჰეროდეს ლაშქრის ნაგაზი,
ამდენი სულშენაკურთხი,
სულგაყიდული ჯამბაზი,

გამთვალავი და გულმხეცი,
ამდენი კაციჭამია,
რატომ გამრავლდა? უმეცრის
კითხვას ვსვამ...
- ბოლო ჟამია.

23 ოქტომბერი, 2025 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები