ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2025


* * *

ნუ გააჩენენ დედები ნაბიჭვრებს,
რადგან მათი უიღბლობა ჯერ კიდევ ჩასახვამდეა დაღდასმული"-
ბრძნად იმეტყველეს
ღვთის სახელს  მიტმასნილმა კანიბალმა ვეგეტარიანელებმა
და ჯერაც ქაფქაფა  წინასწარმეტყველება
საკმაოდ სოლიდურ ფასად გაყიდეს
მსოფლიო  სულიერების ბაზარზე.

მე მაინც დავიბადე.
სურდათ თუ არ სურდათ,
ნანობდნენ თუ  არ ნანობდნენ.
რცხვენოდათ  თუ  არ რცხვენოდათ-
აი, ასე, ავდექი და დავიბადე.

ის პირველი სახვევები,
მჭიდროდ რომ შემომსალტვოდნენ
დაჭმუჭნულ,
სისხლჩაქცევებიან, ჩვრით გაწმენდილ,
სლიპინა და ოხშივარავარდნილ კანზე,
სწორედაც რომ სინანული, სირცხვილი და უარყოფა იყო.

ცის ფრინველივით შევეფარე მოხუც იფანს და
მის ჭრაჭუნა ტოტებს მივანდე
ყოველივე-
ყველა ინსტინქტი,
ყველა გრძნობა
და ზოგჯერ, შიშიც,
თუმცა, გარკვევით ვერც ვხვდებოდი
რა მომელოდა მასთან ყოფნისას.

წლების  მერეც,
ზედმეტი ვარ ყველგან,
სადაც კი ფეხს დავდგამ.
სადაც კი მივყავარ ინტუიციას
ერთადერთი მიზეზით:
რაც შეიძლება ბევრმა ამომადინოს
ცხვირში ძმრად
ოდესღაც ვერგათვლილი აწყვეტის
ხელშესახები ფაქტის უტყუარობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები