ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
21 ნოემბერი, 2025


Михаил Лермонтов - АНГЕЛ

მიხეილ ლერმონტოვი - ანგელოზი

შუაღამ ცაში ფრენდა ღვთის მაცნე,
წყნარად გალობდა ზეციურ ჰანგებს;
მთვარე, ვარსკვლავნი, ღრუბელთა რაზმი
უსმენდნენ წმინდა გალობას აზმის.

გალობდა ნეტარ სულების ბაღზე,
მათ განცხრომაზე თალართა თაღქვეშ;
დიად ღმერთს ხოტბას ასხამდა გზნებით,
განადიდებდა გულწრფელად, ნებსით.

მოჰყავდა სული პატარა ბალღის
სააქაოში ცრემლის და ნაღვლის
და ანგელოზის გალობა მოწყვლად
სულს დაახსომდა უსიტყვოდ, ცხოვლად.

დიდხანს ითმენდა საწუთროს ნავსებს,
სული საოცარ წადილით სავსე,
ვერ ჩაუნაცვლა გალობა ზენა,
მიწის მოსაწყენ ჰანგების სმენამ.

21 ნოემბერი, მთავარანგელოზობა, 2025 წ.


Михаил Лермонтов -  АНГЕЛ

По небу полуночи ангел летел
И тихую песню он пел;
И месяц, и звезды, и тучи толпой
Внимали той песне святой.

Он пел о блаженстве безгрешных духов
Под кущами райских садов;
О боге великом он пел, и хвала
Его непритворна была.

Он душу младую в объятиях нес
Для мира печали и слез.
И звук его песни в душе молодой
Остался – без слов, но живой.

И долго на свете томилась она,
Желанием чудным полна,
И звуков небес заменить не могли
Ей скучные песни земли.

1831 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები