როჯერ, ავიყვანე ბოცმანი და ჩემი კარიბული ბარკენტინით, შვიდჯერ გადავკვეთე ეკვატორი. ხელის გულზეა, როცა მინდა ბასრი რიფები არგენტინის, გაბრიელა და ეკვადორი.
ქუდია ჩემი პირადობა, სადმე შენდება თუკი გემი, ვირგებ იმ გემის ჩარდახს. ჩემია, ძმაკაც, პირატობა! მიცნობს სრულიად ბუკინგემი, ნაძირალას და ჩათლახს.
როჯერ, მეც ვგავარ უკვე მორგანს, დაქრის მკვდარ ზღვაში მარტოსული, ჩემი არქნიანი „ლეგენდარი“. გაკემსილია აფრა ორგან და ასე ცხოვრობს მატროსულად, გემზე 40 ვიგინდარა.
ვიცი, კაპიტანი აბანოსთან ხავერდს ახარისხებს საბანდაჟედ, საცოლეს უგროვებს მარგალიტებს, არადა, არის ბარბაროსა, ზურს უკან ათასი აბარდაჟი - ყველა იუნგასთვის მაგალითი.
მასთან ყოველთვის სამოცს ვაგებ, სახეზე იფარავს ნაიარევს, უყვარს ბარდაც და წაბლიც. გადავინახეთ სანოვაგე, შავმა ღრუბლებმა გაიარეს, არ შერხევია წარბიც.
როჯერ, რამდენი აიტანე, ხმელეთზე დაგრჩა 5 ყურშა. როჯერ, ქარებით განალახო, თუ გინდა გახდე კაპიტანი, უნდა დაგაჯდეს თუთიყუში, გვადალახარა გადალახო.
ბოლოში ყუთი საბაგირო, აფრების აწევას როგორც სალ კლდეს, ძალღონე უნდა რვა მატროსის და საპატიო საბაბი, რომ ამ ძაღლურ შრომას გამოკლდე - უყურო უყურო ალბატროსებს.
და აი, გამოჩნდნენ შუქურები, ეხ, დამელიოს შხამი ორჯერ, აღარ მენახოს ტკბილი პონსე. ზღვას გიგანტები უყურებენ, დაბერებული, ჟღალი ჯორჯი და თეთრი კბილი ბილი ბონსი.
ჩვენც ასე გვინდოდა - მეგობრებთან გვყოლოდა ხომალდი მეკობრეთა. მოკლედ, პირდაპირ გეტყვი, მოვიყუდებდით როცა ბრაგას, ვის ეყოფოდა სააბრაგო ეს სიარული ტყე-ტყე.
ხმელეთზე იწყობენ პირად დეპოს, მიწაზე წვებიან მთელი ტანით, სამჯერ სამრეკლო რეკავს, მაგრამ, რა ვუყოთ, პირატებო, ჩვენი სულია პელიკანი. ვუყრით ქარიშხლებს ხელკავს.
თავი მოჰქონდა შაითანად, ორჯერ მოგთხოვა ჯალამბარი, მიგითითა და გკიცხა. იცი ვინც არის შავი დანა და ანგარიში ჩამაბარე, ხაზი გაუსვა, ვინც ხარ.
მთელი მათარა აიტვისე, ბიჭმა, ყმაწვილმა თვრამეტისა, შავ დანას ესროლე ორჯერ. შენს ხელის ფარანში ნავთია და იწყება შენი განთიადი, ქრის, მხიარულო როჯერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. შენი ხმით წაკითხული ჩამესმის ყურში.. შენი ხმით წაკითხული ჩამესმის ყურში..
2. როგორ მომწონს ეს 6 სტრიქონიანი სტროფები...
როგორ მომწონს ეს 6 სტრიქონიანი სტროფები...
1. ხმა მესმის... ხმა მესმის...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|