ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2025


უკანასკნელი წერილი პოლის

ვიტოვებ უფლებას, საავტოროს,
ყოველთვის ვიხსენებ კალიარის
ვიალი მარკონის 108,
გასვლისას გითხრა სალვატორემ -
დერეფნის ბოლოში კარი არის,
იქ უნდა დავარდეს მასრა...

ტვირტები იყო ავოკადო,
ბიჭებმა კარგად მოგვიარეს,
მზეზე პაოლა იწვა,
მაგრამ ეშმაკის ადვოკატო,
შენი ხელსაქმე მორგი არის,
ტყეში გათხრილი მიწა.

პოლი, კარგად ვარ, მენახება
ფოტო, მაცივარს მინაკარი,
პოლი, ვაგროვებ მარკებს
და რა იციან ვენახებმა,
როგორი არის დონა კლარა,
როდესაც ამბობს - მარკო!

პოლი, ჩვენთან სულ ქარი არის,
კვარტალში სახლი ახლაც დგას და
წერილებს, ალბათ ასე წერენ,
ვიწრო ქუჩებში, კალიარის,
პოლი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა,
ერთმანეთს ვიცნობთ ასი წელი.

პოლი, ხომ გახსოვს, გამაცანი?
მითხარი - ეს არის მარანცანო,
მხეცად შერაცხა პრესამ,
ჰარლემის საქმის ნახევარი,
მისი ხელი და ნახელავი -
ნეაპოლური მესა.

ქვეყანას მართავდა კაპიტალე
და ახლაც, კედლებს ალამაზებს,
ჩვენც ვიყორებდით მუცელს.
კი მოვაგროვეთ კაპიტალი,
შენ გავხარ ერთერთ კარამაზოვს
გიყვებოდი და უცებ,

თვალწინ დამიდგა კალიარი,
ზურგს უკან მომესმა - მორჩა როჯერ!
ვიალი მარკონის 108.
დერეფნის ბოლოში კარი არის
ორჯერ, ხომ იცი, პოლი, ორჯერ,
იქ უნდა დავარდეს მასრა.

არაფერი მაქვს საქილიკო,
აწი შენც გრაცხოს პრესამ მონსტრად,
მე ხომ მიყვარხარ, პოლი!
რადგან მთავარი საქმე იყო,
მთავარი იყო „კოზა ნოსტრა“
და ნეაპოლი მხოლოდ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები