ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2025


მხიარული როჯერი. 3

როჯერ, ზღვის ფსკერზე ჩაიტანე
რუქა და დაილია შავკაპიტო.
როჯერ, გადაშენდა ხუთი ყურშა.
ის იყო ჯო გრიმი, შაითანი
          მისია ხიდი საკაპიტნო,
აზის ბებერი თუთიყუში.

აი გადმოდგა მთელი ტანით,
მზადყოფბნაშია ექიმბაში,
თვალებში წითელი ალიონი.
წინ იყურება შაითანი,
შაითანს უყუებს ეკიპაჟი,
ეკიპაჟს ესპანური გალიონი.

          კოკ, გადაკარი აი, რახი,
          კოკ, კიდევ ცოტაც და დაიწყება.
          კოკ, ერთად უნდა ავიტანოთ.
          რატომ არა გვაქვს ბაირაღი?!
          ასე მივეცემით დავიწყებას,
          აღმართე! აღმართე, კაპიტანო!

          გაკრა ალესილი შავი დანა,
          თქვა დანანებით - აკი მართლა
          უნდა იქროლოს, რომ ჯერ
          ყველამ იცოდეს - შაითანად
          როგორ ვიქეცი და აღიმართე,
          შენ, მხიარულო როჯერ!



          ბირთვმა მოწყვიტა ღრმა წყლის დრაგა
          სისხლი დაიღვარა, მერე ბრაგა,
          ბოცმანი დაიჭრა ორჯერ.
          აბარდაჟისას კუზი ჰარი,
          მაგრამ რა ვუყოთ, ზურგის ქარო,
          რა ვუყოთ ბიჭო, როჯერ?!


ხმელეთზე დარჩენას აპირებენ,
ვისაც დაუბლაგვდა რაპირები,
ის გაძარცული გროტი,
მოგროვებული კაპიტალი,
არავის ახსოვს, კაპიტანო,
როგორ ჯიუტად ქროდი.

უკანასკნელი დრაკარები,
მტრის გემებს როდესღა გაკარებენ?
წყალს მიაქვს ტკბილი პონსე.
ჩაქრა ის ცეცხლი პირანთების,
წავიდა ის დრო პირატების,
ნახვამდის ბილი ბონსი?!

როჯერ, სულ გული მკარნახობდა-
ისლა სან ფელიქსი განახო და
იქაურ ფერად ჩანთებს,
გაწყობილ ქოლგებს ინახავდე,
ეპისკოპოსთა ინახამდე,
ხმელეთიც აღარ ჩანდეს.


ზღვაში აიტანს იზეთ ზამთარს,
დგას ავანპორტში, სურინამთან,
ცუდი დღეები უდგას.
დასასრულამდე ათი იარდი
და იწვის ჩვენი განთიადი,
რა ეშველება იუნგას?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები