თოვლი მოვა... უხარიათ ბავშვებს (ბავშვობაში მეც მიყვარდა თოვლი) თოვლი მოვა... მოლოდინი ავსებთ, ჩემს ლოდინს კი დარდებისგან ვთოვლი. ცივა... ზამთარს შეუძლია სხვა რა?.. ცივა... ფიქრებს მოვახურო მინდა... ის სიცივე მენატრება ახლა რომ შველოდა ბებოს თეთრი წინდა. ოცნებებიც დაიღალნენ უკვე, ოცნებები დარჩენილნი სახტად... რომ მოჩანდა მომავალი მსუყე ის ჩვენება ბავშვობაში დამრჩა. დღეს ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს ჩვევით, ხან საკუთარ სხეულში ვარ სტუმრად, თითქოს მორჩა აღარაფერს ველი, თითქოს გზამაც თავი ამოწურა... ... როგორ?.. როგორ?.. შეიძლება ასე?- ცოცხალი ვარ, ეს არ კმარა ვითომ? მერე რა რომ სიცივით ვარ სავსე, იმედებით დარდსაც კი გავითბობ! ... თოვლი მოვა- უხარიათ ბავშვებს... თოვლი მოვა, თოვლი მოვა, თოვლი...