ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: იუმორისტული
20 დეკემბერი, 2025


სალაღობო

ნინო დარბაისელი

სალაღობო
(იუმორისტული)

სიცოცხლიდან სიკვდილამდე წუთი?  -  არა, წამია,
ჰოდა ვხარობ სიცოცხლით ხაჭაპურიჭამია!

მე ვარ ლედი პირველი პოეზიის ქართულის,
მფლობელი ვარ კორპუსში ბინის, მთელი სართულის,
ვისაც უნდა მომბაძოს ,  გარეთ -  ქალი,  შინ - ქალი,
სად იპოვოთ ჩემსავით მოტრაბახე, ვინ - ქალი,
სუფრავ, ჩემო გაშლილო, ვინ აცოცხლე, ვინ - კალი!
მოვახვიე მარტოკამ მე სამასი ხინკალი.

მე კაპიკებს დავდევდი, მოიქაჩა ფულია.
ბლომად ტყემლით, ტარხუნით, ვაჰ, რა ჩაქაფულია!

წონა არა, შავი ქვა! ან  - აეშვი. ან - ები!
მიყვარს  ზეთით ჯონჯოლი,  ფხლები ნიგვზიანები,
მხლოვანები,  კუპდარი,  კიდევ ლობიანები
- ნაჭამზე ხმიანები.

ბანდაჟებით სხვებივით  - მე არ გავიკოჭები,
  რა სჯობს - ბაჟე,  ელარჯი, თუ პიწკინა გოჭები.

მჭადი არ გამაგონოთ, ნელა გამოშუშული,
ცხელი შოთი სჯობია, ზედაც ყველი თუშური.

ღვინო არ დამავიწყდეს, რქაწითლისა, კახური,
ერთიანად შეისვას, თუა გადანახული,
გაუმარჯოს ამ ქეიფს, რის - ოშკი და ხახული!
  დაცლაზეა, დაასხით, მე ტახი ვარ - ტახური!

ვილხინოთ და ვიხაროთ, მეტი რა დაგვრჩენია.
ვისაც უნდა ილოღნოს ხმელი რამ, “პეჩენია”,

განძი არის სიმსუქნე, განა განაჩენია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები