ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პროზა
25 დეკემბერი, 2025


ვინა თქვა ამბავიაო

სიჩუმეში ვეძებდი საწყისს,სიჩუმემ მიპოვა ამბად და მეც მივეკედლე მივიწყებულ ჰანგებს და ხმებს,ეს ჩემი უკიდურესობა იყო,ჩემი რჩეული გამოფენა.
დამაგდეს საშველ ნაყიდი ერთგულებასავით და მიმიკედლა დილის ნაზმა სიომ არამეულს წასული ფიფქივით,რომელიც გალაღებას ასე მიქადის და ასე მეხმარება.
ვერ გავექეცი უკიდეგანობას და მიერთგულა ქარმა,ამის დამწერს კი ნელა ნელა შემეპარა ჭაღარა და იმის მიუხედავად რომ ახალგაზრდა ვარ მაინც შემრჩა დარდად რამოდენიმე ფიქრი,ეს ალმოდებული გაზაფხულივით სიახლოვე იყო იმ სიშორისთვის რომელიც მე მარგუნეს,მე გამყიდეს და მიმაგდეს ისე როგორც მარტოობამ დატოვა და გაფრცქვნა,გამოთალა ჩემი სხეული,ასე ალბათ არავინ ღელავდა მაშინ და მეც იისფერ შემოდგომას მონატრებული გაზაფხულს ვეიმედებოდი.
გზასთან შეჩერება მიყვარს და საუბარი,იმ იდეით რომ ვინმე გამიგებს,ასე ვსაუბრობდი ხოლმე მეგობართან,მე სიმშრალე ვარ ამ სველ სამყაროში.ალბათ უკიდეგანო სიმშრალე და ერთგულება.
-სად მიდიხარ?
-არსად შენ?
-მეც არსად...
-ვინ გითხრა ჩემზე გაგიჟდაო?
-არავინ,პირველად მესმის.
-რატომ გაძვრა ამ ბილიკებში ნელი ქარი,თუ ბილიკები სიმართლეს მალავდნენ?
-არვიცი რას გულისხმობთ...
-მე ვიცი თქვენ რამ შეგცვალათ,მარტოობამ.
-ეს ჩემი აღსასრულივით ნამდვილად არ ჟღერს.
-რატომ  სახვალიო სიზმრად ამ ვაებაში და დარდში სიკეთე?
-იმიტომ რომ ბოროტი ნაძირლების ბუდეა დედამიწა.
-თქვენ ვერ გამიგეთ მე სიახლოვეს ვეძებ და არა სიშორეს.
-ეს ალბათ აღსასრულია...
-არა ეს დასაწყისია დიდი იდეის და დიდი ჰარმონიის.
-ღმერთის გზას აცილებული რას მიველტვოდი ნეტავ,
-მე ამ გაზაფხულზე ისტორიას მივეკედლები,თქვენ ალბათ იმათ შორის ხართ ვინც ისტორია არ იცის...
-არა მე იმათ შორის ვარ ვისაც ისტორიამ ასწავლა.
-მადლობელი დაგრჩებით ფინჯან ჩაიზე თუ დამპატიჟებთ...
-მე თქვენ ნამდვილ სიმშვიდეზე დაგპატიჟებთ...იცით რა არის სიმშვიდე?
-კეთილშობილური ფიქრები წარსულზე ,ალბათ ხო.
-არა სიმშვიდე ყოველი წამია ღმერთისგან ნაჩუქარი და შენ არ უნდა განერიდო მას.
-კარგია რომ მასე ფიქრობთ,მე მიყვარს ჩემი თავი და არ მიყვარს მისი უგნურება,თუმცა უგნურებაში ღმერთს ვერ დავადანაშაულებ.
-ეს კარგია ძალიან კარგი,ღმერთს არ შეუძლია უგნურება ,ღმერთი სრულყოფილება და ადამიანისთვის სიკეთის სხივია.
-ვიცი ჩემო ბატონო რასაც გულისხმობთ მე შევცდი,ვიჩქარე.
-ეს უნიკალური განსხვავებაა არას და კის.
-მე რომ არა ვიყო ,თქვენ კი იქნებით?
-რათქმაუნდა.
-გიყვარვართ არა?
-მე თქვენთვის მოვკვდები.
-ეს კი იყო?
-დიახ,ეს კი იყო ასე თქმული,
-შემართული ვარ კაჟივით და როდის ავენთები ველი...
-მე ვიქნები თქვენი მეწყვილე.
-ისევ ისტორიისთვის და ისევ სიშლეგის სუდარით?
-არა ეს ნარატივი წარსულია,თქვენ კი მომავალში იყურებით.
-დიდი მადლობა ყურადღებისთვის ,კარგად ბრძანდებოდეთ.
-არაფრის მეც დაგემშვიდობებით.
ასე ვისაუბრეთ და მერე გავყიდე ჩემი საათი,ერთადერთი რაც გამაჩნდა,მერე კაზინოს კედლებს ვუყურე ცოტახანი და ახლა ვარ წარსულიც და მომავალიც ერთად არა კაზინოს დამსახურებით არამედ იმით რომ მოთმინება გამოვიჩინე,ეჰ როგორი ძლიერი ვიქნებოდი ასე მარტივი რომ ვიყო,ალბათ რთული ვარ სირთულეებში დაკარგული უგულო არსება,ტვინს ჩაბღაუჭებული დიდი შემოქმედი,რომლისთვისაც ყოფიერება სამყაროა,ხოლო სამყარო ერთგული და მშვიდი...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები