ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: იუმორისტული
27 დეკემბერი, 2025


საშობაოდ - საბანი

# ლექსები

ნინო დარბაისელი

საშობაოდ - საბანი
(იუმორესკა)

მგონი, მართლა დავბერდი,
არრა დამრჩა საგანი,
საშობაოდ  მომართვეს ელექტრონის საბანი.
ჩავრთე,  თავი  მძინარეს სამოთხეში მგონია.
ნეტარება ამგვარი მართლა მონაგონია.
მონიტორით სითბილეს აწევ-დაწევ - როგორც გსურს.
  მართობს ამით თამაში მე - საბნისქვეშ გასუსულს.
ორი დღეა,  ადგომა    მეზარება იმგვარად,
თითქოს დედოფალი ვარ, ბედმა მეფეს მიმგვარა.
რა დრო იყო, მხურვალე  ცალპირ ზეწარს ვკმარობდი,
სადგომში თუ საწოლში  მართლაც ვნიავქარობდი!
წლები სად გაიპარა,  რაში გამომელია!
ვდგები შუადღეობით, საათი რომელია,
არ მადარდებს საერთოდ, არსად მიმეჩქარება,
გაჰქრა ახალგაზრდობა. არ მაკრთობს მიკარება
არავისთან. ჰორმონებს არ გამოყოფს სხეული.
რა ყოფილა სიბერე, მაქვს  მწარედ  დარხეული.
რა დრო იყო, მჩუქნიდნენ ფერად ლანჟერეიას!
ძვირფას ბიჟუტერიას,  ან სუნამოს - სფრეიანს.
ახლა? - თბილი წინდები,  შალები,  ფაჩუჩები,
გჭირდებაო, ამბობენ და მეც არ ვეურჩები.
გინდა დიდხანს სიცოცხლე?! - არ მოჰკითხო არავის! 
გარდა დაბერებისა - სხვა გზა მართლა არ არის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები