ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ. /
ჟანრი: პროზა
1 იანვარი, 2026


ჩემს ქალაქში

  დეკემბრის მიწურულია. დედას სიცხე აქვს, გადასხმისთვის NaCl სჭირდებათ. აფთიაქში მე მაგზავნიან.
  ორი დღეა ეზოს ზღურბლს არ გადამიბიჯებია, მსიამოვნებს სუფთა ჰაერი. გზად ნაძვის ხის ყავლგასული, დამტვრეული, ბრჭყვიალა სათამოშოები მხვდება, გვერდით ძაღლის სკორეს თვალს ვარიდებ
აქა-იქ დატბორილი ქუჩა უსიამოდ გამოიყურება. ირგვლივ ჭუჭყია, ბევრი ჭუჭყი. ახალი წელი ახლოვდება, ბომბების აფეთქების ხმა კი არ ისმის.
  ტროტუარი თანდათან ვიწროვდება მშენებარე სახლების ირგვლივ შემორტყმული მესრებით.  ბილიკებს გადავსებული სანაგვეები კიდევ უფრო ასაცალფეხებს.
  _ნუთუ არ შეიძლება იყოს რაიმე მშვენიერი ჩემს ქალაქში?
ზებრაზე გადავდივარ, შემხვედრი მანქანა კიდევ უფრო უმატებს სიჩქარეს. მეც არ ვანელებ...
  აფთიაქს მივადექი. NaCl არა აქვთ...
ვეძებ სხვას.  "მეტი ვიდრე აფთიაქი" მახსენდება სარეკლამო აბრა
არ მჭირდება მეტი, უბრალოდ აფთიაქი მინდა.
  შევდივარ..
ბავშვის სათამაშოები, საკვები, სამოსი, ნაძვის ხე, ავტომატური ხელი _ ბავშვის დასაძინებლად... ყველაფერი აფთიაქის გარდა.
  რიგში ვდგები თავჩადრიან ახალგაზრდა გოგსთან.
_კულტურული ექსპანსია, არა, რელიგიური ...
  ყურცემული, ჩემ წინ მდგომი, ქაჩალი კაცი რუსულად ესაუბრება აფთიაქარს..მოდის ჩემი რიგი. აქვთ NaCl..
გამოვდივარ გარეთ, მწვანემესერშემორტყმულ ბილიკებზე.
ნუთუ არაფერია ჩემს ქალაქში მშვენიერი - ისევ ვფიქრობ მე

მაღლა ვიხედები, ახლაღა შევნიშნე ერთ კვირაში აშენებული კიდევ ერთი მაღალსართულიანი ბინა.
  ცაზე იქით_აქეთ მიმოფანტული ღრუბელ_ნაკუწები.
მზე ჩასულია, ცა ცარიელი, უმთვარო..
ქუჩის გადაღმა პირველ სართულზე შეყუჟულ ვიწრო ყვავილების მაღაზიას მოვკარი თვალი და ცოტა მეამა.
  ახლა მე ვარღვევ მოძრაობის წესს. უმისამართოდ ვჭრი ქუჩას. წინასაფარშემტრეული მანქანა მკვეთრად ამუხრუჭებს.
  აი მივადექი ჩემი სახლის შესახვევს,  ბოლნური რკინის ჯვარი, წვრილ_წვრილი ნათურებით განათებულა, ვჩერდები, მოწიწებით ვიწერ სამჯერ პირჯვარს.
  ზებრაზე მანქანა მელოდება, როდის დავასრულებ პირჯვრის წერას, მოთმინებით მითმობს გზას.
_ აი, რა არის ჩემს ქალაქში მშვენიერი _ გულდამშვიდებული ვფიქრობ მე, ვიღიმები და გულზე მეშვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები