ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2026


ასკლეპიოსის სამლოცველონი

ნინო დარბაისელი

ასკლეპიოსის სამლოცველონი

მე მარმარილოს თბილი სიგრილე მიყვარს. შევეხები და ჩემზე გადმოდის თრთოლით.
საუკუნეთა შორეთში მივდევ მის ღვარს
აქ - სიჩუმეა. მზეში ციმციმებს თოვლი.

ასკლეპიოსის ვხედავ ქურუმთა ლანდებს
და მესმის ხმები სნეულთა გარდასულთა.
აბანოებში  იმათი კვნესა დამდევს,
ოქროთი  ვისაც სიცოცხლის  ყიდვა სურდა.

ნეკროპოლისში განისვენებენ ერთად,
უხსენებელი მათ მოსაკითხად დადის,
სარკოფაგებში რა სირუხეა  ფერთა,
მდუმარებაა  მრავალი  წელიწადის!

ქვეწარმავალთა ნახლართ, დაწყევლილ გორგალს,
სიზმრად მადევარს -  ვერ დავეხსენი  დღემდე.
ვარ დაგესლილი და გული ჩემი ბორგავს, 
კოშმარო, კმარა, როდემდე უნდა მდევდე!

ალბათ ესაა ამქვეყნად  ყოფნის წესი,
რომ გიხაროდეს მუდამ დადგომა დილის.
გასიზმრებული ცხადი!  - სხვა უკეთესი
ბევრია? რაა? სული რატომ-ღა ტირის?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები