ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2026


ოსმალეთი და ირანი

#ლექსები

  ნინო დარბაისელი

ოსმალეთი და ირანი

ომები გადაგვიხდია, ვერ იჯერებენ ვირანი,
ცხენკაციანად  მომხვდურებს რაც ვაჭიმინეთ ყირანი,
ბევრჯერაც  უკუვაქციეთ მტერი ტიალი, ტირანი.
ნადავლიც კარგი გვრგებია, საუფლისწულოდ  ღირანი.

ამილახვრისა  გივისა  ბრძოლანი გასაკვირანი,
ციხეთა გაუტეხლობის წლები, არათუ კვირანი!
თვალდათხრილ შანშე ერისთავს წირავდნენ შაჰ ნადირანი.
ერეკლეს - ჩალმა, ქვეშ - ჯვარი,  გულს - ჯავრნი ასატირანი,

ვალად - ჯარისა ქირანი,  ხმალნი - სულ დასაპირანი,
მუდმივად გასაჭირანი,  თავნი სულ გასაწირანი,
ერთგულნი - მწირის მწირანი, ორგულნი  - ხშირის ხშირანი.
შაჰისა  - დანაპირალი, ფაშას - გადანაბირალი,
ამბები  ჩვენი წარსულის, გულისა გასაგმირანი…

ქართლში - ებრძოდნენ ერთმანეთს - ოსმალეთი და ირანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები