| ავტორი: გუსანო ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2009 |
თუ უნდა ჩამომახრჩონ, მჯერა,- თოკი გაწყდება და წუთისოფელზე ჯერ გული არ დამწყდება. თუ უნდა მაკოცონ, საათი გაკოჭონ, მჯერა- ასეთი წამი წუთსაც გრძელდება და სუნთქვა ამ დროს სულ არ ძნელდება. თუ უნდა დამესიზმროს, რაღა ჩემი თავი, როცა მინდა და ვერ გავრბივარ, მჯერა- იქნება ატიკა-ბრილიანტიკა, მთვარის შუქზე ფიდიასი თლის ქანდანტიკას, არა ვეებას, მაგრამ კლასიკას გვარით ფანტასტიკა. თუ უნდა დამიჭიროს, რაღა ტყუილებში, იყოს ფანჯერასთან, მისთვისვეNასახსნელ სიყვარულში. რომ არ დამიჯეროს? მეც ხომ ამდენს იმიტომ ვწერ, რომ ბავშვივით მჯერა- დამიჯერებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ქანდანტიკას,
მაგარ! ქანდანტიკას,
მაგარ!
7. რამდენიმე ნეოლოგიზმი და დიიიდი ოპტიმიზმი :-b რამდენიმე ნეოლოგიზმი და დიიიდი ოპტიმიზმი :-b
4. პრეზენტაცია გაქვთ? წარმატებები :) პრეზენტაცია გაქვთ? წარმატებები :)
3. კარგია რწმენა... კარგია რწმენა...
2. მეც მჯერა, რომ ნასიამოვნები დავრჩები :) მეც მჯერა, რომ ნასიამოვნები დავრჩები :)
1. მჯერა, რომ ხვალ ჩვენი წიგნის პრეზენტაცია შესანიშნავად ჩაივლის! :) მჯერა, რომ ხვალ ჩვენი წიგნის პრეზენტაცია შესანიშნავად ჩაივლის! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|