#ლექსები
ნინო დარბაისელი
პარადოქსები
(პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE ) რა ვიცოდი, შვილები თურმე მშობლებს აჩენენ. დედა არის სიკვდილის, როგორც შვილის გამჩენი, სულ ტყუილი ყოფილა თურმე სხვა - დანარჩენი. თავი კერძი - სხვისია, ჩვენ ვჭამთ სიბრძნის ნარჩენებს.
ან ვის რაში არგია, ან სხვისებს და ან ჩვენებს. ყველას უჭირს თავისი, ოჯახი ჰყავს სარჩენი, ყველას მოსახდელი აქვს ცხოვრების განაჩენი. ზოგი ისე დაგლოცავს - იმ ლოცვით შეაგაჩვენებს.
ვიდრე არ დაგაბრმავეს, სიმართლე ვინ გაჩვენა? თუ წყურვილით იხრჩობი, ცოცხლად რა გადაგარჩენს! მთლიანად გამოცალა? მოიპარა? - დოქშია!
ხედავ? - გიშვებ, რადგანაც მინდა შენი დარჩენა. (ალბათ შემომაშველებ პარადოქსებს დანარჩენს). ყველა კარგი ლექსი ხომ არსით - პარადოქსია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|