ჩემი არ ხარ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა სათქმელი: ვიცეკვებდი შენთან ,,დაისს“, გულმართალი ქართველი.
მიხარია როცა გხედავ, გაქვს შვლის ნუკრის თვალები, ვუცქერ შენი ტანის რხევას, ვერსად დავემალები.
მე ის მიყვარს, - რაც ჩვენია, ვართ წრფელ გრძნობით მთვრალები, ქართულ მიწას ამჩნევია ჩვენი ნატერფალები.
შენისთანა გოგონებმა წამიკიდეს ალები, მივალ... მრჩება მოგონება, ერთსაც არ ვებრალები.
რომც მინდოდეს, ლამაზმანებს ვერსად დავემალები, ხშირად მათი გულმკერდისკენ მეც გამირბის თვალები.
მწამს: გულწრფელი სიყვარულის, მისთვის ვწერე პწკარები, კვლავ ღია მაქვს როგორც გულის, ისე სახლის კარები.
გამიგრძელდა ლექსი, მაგრამ კიდევ დამრჩა სათქმელი: დაგილოცავ ცისკრის ვარსკვლავს, გულკეთილი ქართველი.
თუმც არ მქვია შენი ქმარი, მომეც კოცნის უფლება... ეს პოეტის თხოვნა არის, ლექსით გესაუბრება.
ჩემს თვალებში სევდას ამჩნევ, შენში არის ცისკარი... ჩვენ ორს შორის მინდა დარჩეს რაც ამ ლექსით გითხარი.
ოთარ რურუა
2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე, მადლობა. <3 გაიხარე, მადლობა. <3
1. რა კარგი სატრფიალო ლექსია ❤️ რა კარგი სატრფიალო ლექსია ❤️
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|