ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2026


კარაკასი

ნინო დარბაისელი

კარაკასი

(სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE).

- ასე კარგს მართლა მე გიყვარვარ, მე - არამზადა?
სხვის გასაგონად შემეკითხე  მაშინ ყასიდად.
უცებ გავწითლდი, სიტყვა მქონდა მე  - არა  მზადა.
შემომცქეროდა  შენიანთა მთელი დასი და

ხმაც ვერ დავძარი, უთქმელობით გული გასივდა.
რა უნდა მეთქვა?  - ნამდვილს მარტო მე რომ  გხედავდი?!
რომ  ჩემს ფიქრებში სულ  სხვაგვარი გედო ფასი და
ვერ დაგიყვანდი მეც  ფასადურ, მარტივ  ხედამდი -

წარმოსახვათა ჩემთა რაღაც,  მეოთხედამდი!
ვარ არეული, როგორც შორი კარაკასი და
სიცილ-ტირილად  გულში ნეტა  რა სითხე დამდის,
რა კოშკი  ვაგე,  ან რად ვაგე, რა  კარკასიდან?

რა ადვილია სიყვარულის წარმოსახვა და
თურმე  ძნელია, რეალურად გჭირდეს სახადად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები