ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2026


პოეტი ავტონაწილების მაᲦაზიიდან ( მეორე ნაწილი)

სად წავიღო სიგარეტის ნამწვი?
უი, აგერ არ ყოფილა ურნა?!.
გადავაგდე!  წნევები მაქვს. აწი,
იქნებ, ცოტაც შემაწუხოს გულმა.
ორმოცს გავცდი. ვერ შევიბი ხორცი,
ამიტომაც ძვალში ატანს თებერვლის
დილის ყინვა.
ვსქროლავ ათას მოცლილს.
სამსახურში მივალ , ისევ შევბერავ :
(მთელი  გზაა, გულში მოვიმღეროდი )
ცივ ოთახში ავაჟღერებ ჯოპლინს.
რომ იცხოვრო, ცოტა უნდა წერო და
უფრო მეტი დაიდინო ოფლი.
,,გათიშე , ჯოო, შენ რა ტვინი შა(ი)ჭამე !,,-
გამომძახებს მეზობელი კედლის -
-,,ე ,რაა არი , სიმღერა შემაჯავრე! ,,
,, ნახე , გუშინ , რა შეაგდო პედრიმ,, ?-
თემას ვუცვლი, მუსიკასაც დავუწევ,
წავალ ისევ გადავხედავ news -ებს
ოპაა, აგერ პრემიერი გვაუწყებს ,
რომ ფასებში გავასწარით ბრ(ი)უსელს.
მე დავაკლებ მერსედესის ,, გიტარებს,,
თქვენც გაყიდეთ ჩალის ფასად ხახვი.
მერე ნახეთ , როგორ გამოიდარებს,
წელში როგორ გასწორდება ხალხი .
ჩემი ,,ფბ,, მეგობრების ორი ფრთა
ბუნდღას აცლის გამეტებით ერთურთს .
გაყოფილი გერმანია მორიგდა ,
ესენი ვერ მოვარიგე , ღმერთო.
მაინც ვმღერი, გული არ დამეღალა,
თუმცა არ გვაქვს საქმე სასიმღეროდ.
ჩემო მრავალდროშიანო  ქვეყანა,
ჩემო მრავალმარშიანო ერო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები