ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2026


მორევის კალმახები

მიყვარს შეხება მდინარესთან,
ჩვენი სულებივით გამოხდილა,
უტყვი იარების გამოჩენით,
თვალმა ტკივილები მოიჩრდილა

მერე ცეცხლი იშვა განახლების,
გულს გარე დაკემსილ ფასადებზე
თითქო მორევიდან გამოეშვათ,
ფეხის გულებიდან კალმახები.

არც რომ შემოდგომა დაწყებულა,
აგვისტოს არხვატში ვიარები,
კარი დაგვეტოვა ზამთრის პირის
მილევადიაო მწვანე გაზაფხული.

სევდად ჩამოწოლილ ჩანჩქერებზე,
იცის, ამოგვალვა სიავემაც,
მასთან ჩათესილა სიყვარული,
სადაც ბოროტ თესლმა იყვავილა.

წარბის აზიდვამაც მიგვანიშნა,
სიტყვა, არ თქმით ჩირად ჩამომშრალა,
აღარაფერია, -მე რა მინდა,
სულ ყველაფერია, -ჩვენ რაც გვინდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები