ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2026


ზამთრის შემდეგ

ფრანსუა ვიიონზე

მე ხომ დაკუჭული ფურცელი ვარ,
ქალაქის ჯიბეში დარჩენილი.
ვიღაცამ სცადა, ჩემზე
სწორი სიტყვა დაეწერა
მაგრამ ღამე მოვიდა, როგორც დაღვრილი მელანი.

და ღამის შემდეგ
მაინც დარჩა რაღაც

ქალაქს სძინავს, მაგრამ შუქები
არ იძინებენ
ისინი დგანან, როგორც ჩუმი მოწმეები

აქ მიდის კითხვაც
და პასუხიც
ამ ველზე
სადაც ქალაქი
მხოლოდ მაყურებელია

კარგი იქნებოდა მხოლოდ მომღერლად ყოფნა -
უფრო ნაკლები ჭრილობებია

მაგრამ მე თვითონ ვიბრძვი და
ჩემს ბრძოლებზე ვწერ

რაც ხდება
ჯერ ჩემში ხდება
მერე
მკითხველსაც ვუტოვებ
იქნებ ამგვარი ღამეები გადაგატაროს
იქნებ გაკვალოს ეს გზა სავალი.

მე უფრო მიჯობს
ეს იყოს ბრძოლის ქრონიკა
ვიდრე ტირილი. ასეც გამიგებთ.

მე ხმებს ვავრცელებ
ღამის ქალაქში
თითქოს ვამბობდე:
ეს ასე მოხდა.
მერე კი მივდივარ
ჩემი თავის სამკურნალოდ.

დრო არ არის მთავარი
არც ღამე
არც დღე
მთავარია
გზა.

ამ გზაზე ვიბრძვი
ვცდები
ვწერ
და ისევ ვიბრძვი
მერე მივდივარ
და თავს ვმკურნალობ

მე ჩემს თავს ვებრძვი
და ქალაქი
უბრალოდ მაყურებელია

მე ძალას ვტოვებ,
რომ გზა გავკვალო
მე გადავურჩი.
შენც შეგიძლია

აქ იყო ბრძოლა
აქ იყო ღამე
იყო დაცემა

მაგრამ აქედანაც
შესაძლებელია გასვლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები