ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 მარტი, 2026


პატრიარქის შესახებ

93 წლის ასაკში საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი გარდაიცვალა. მძიმე და ეკლიანი იყო მისი პატრიარქობის დაახლოებით ნახევარსაუკუნოვანი გზა.

ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც 1989 წლის 9 აპრილს სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე. პატრიარქმა მიტინგზე შეკრებილებს მოუწოდა თავი ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეეფარებინათ, რადგან ქაშუეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც საბჭოთა (რუსული) ჯარი არ იდგა.

ერთი წლის შემდეგ იყო უდიდესი მიღწევა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო საქართველოს ავტოკეფალია.

შემდეგ იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევა. პატრიარქი ზვიადის გვერდით იდგა.

2006 წლის 31 მარტს პატრიარქმა თქვა: ,,ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული მოღვაწე, რომელმაც მეტად მძიმე ჯვარი ზიდა მიწიერ ცხოვრებაში“.

მამა გაბრიელ ურგებაძემ თქვა: ,,ვინც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის!“

1995 წლიდან კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამების ტაძრის მშენებლობა, რომელიც 9 წელიწადს გრძელდებოდა.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მე მადლობას გულით ვწირავ უზენაესს,
სიხარულით ვეგებები განთიადს,
გულით ვლოცავ უწმინდესს და უნეტარესს,
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს!

პატრიარქი მამულს ლოცავს,
ისმის რეკვა ზარების,
ივერიას მადლი მოსავს,
მადლი-წმინდა სამების.

ოთარ რურუა

......................................................................................................................


პატრიარქის ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც 1989 წლის 9 აპრილს სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე. პატრიარქმა მიტინგზე შეკრებილებს მოუწოდა თავი ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეეფარებინათ, რადგან ქაშუეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც საბჭოთა (რუსული) ჯარი არ იდგა.

„ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიჩინეს დ ი დ ი გ მ ი რ ო ბ ა და დღეს მოვისმინე რადიოთი, რომ პატრიარქმა მოუწოდა დაშლისაკენ. მე არ მომიწოდებია დაშლისაკენ, მე ვხედავდი ბევრ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში".

1990 წელს პატრიარქის ძალისხმევით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო საქართველოს ავტოკეფალია.

შემდეგ იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევა.

ილია მეორეს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მოწამეობრივად აღსრულებულ ერისკაცებად ჰყავს გამოცხადებული:

„დღეს - მთელი ქართველი ერი ემშვიდობება თავის საყვარელ შვილს მერაბ კოსტავას, ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მოწამეობრივად განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. დღეს ზეციურ საქართველოში აღდგომა და ამაღლებაა მისი. ღმერთმა შეგვასწროს სრულიად საქართველოს ერთობას, რომელსაც შეეწირა იგი. ჩვენთან არს ღმერთი“ (1989 წლის 21 ოქტომბერი - მერაბ კოსტავას დაკრძალვის დღე);

„ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული მოღვაწე, რომელმაც მეტად მძიმე ჯვარი ზიდა მიწიერ ცხოვრებაში“ (2006 წლის 31 მარტი - ზვიად გამსახურდიას სულის საოხად გადახდილი პანაშვიდის შემდგომ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები