 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2026 |
ღმერთო, ნუთუ უმცირესობაში დაგვტოვებ შიშში მყოფთ, სიკვდილის არა, სიცოცხლის შიშში. ნუთუ დანარჩენთ ვეღარასდროს აუხელ თვალებს.
ნუთუ ომში მყოფთ, ზღვარზე ვართო დიდხანს აბოდებ.
ნუთუ დაუშვებ ახალი ძვლების ტაძარ-ტაძარ ჩამორიგებას. ნუთუ დაუშვებ ეს აქციონ ახალ საყრდენად.
ახლა რაღა ვქნათ, მოირყევა კი ის, რაც არ არის?!
ნუთუ მიზეზი ისაა, საით მივდივართ ის რომ არ ვიცით? ვერც გზა დავსახეთ, ვერც მიზანი.
ხედავ, რომ არაფერში გამოგვადგა ნების ჩუქება? რატომ დაუშვი? არ გვიცნობდი? თუ გინდოდა რომ ჩვენვე გაგვეცნო თავი ჩვენი.
იქნებ ამდენ სათხოვარს შორის ერთი ხმა მოგწვდეს, ერთი მადლობა, - გვეყო, წაიღე უკან, ნება კვლავ შენი იყოს, ჩამოგვართვი ყველას, უკლებლივ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "დიდხანს აბოდებ"-ამოვარდნილია :) იქნებ ჩაანაცვლოთ სხვა ტაეპით :) კარგია. 3ქ "დიდხანს აბოდებ"-ამოვარდნილია :) იქნებ ჩაანაცვლოთ სხვა ტაეპით :) კარგია. 3ქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|