 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 28 მარტი, 2026 |
ლოდინად დამდგარი ფირფიტა ფიქრების ქარებად დავიბნევი.. რაოდენ მზის შუქო, ღრუბელთა მორევის დარად ჩირაღდნდები. მასწორებს ციურთა უზადო გუნდების, დასი- გურანდების, უსწორო ქარების შორეულ ნისლებად, როცა ვიბადები.
მიელავს სამყარო, სიმწვანე ტერფების, როცა სულს ვნებდები.. გამირბის უზადო ცისფერი მთიები, ცებო, დამინდევით! უღრანი ტყეების უშვერი ლანდების დარად ვილანდები, მავსებენ ჭინკები, წრიპინა გოდებით-ხმები მურანდები..
როცა შორს მიდიხარ, სულთა მწვერვალებში დუმილს ვედარდები.. ნუთუ, გადამთიელს, მწვერვალს ვერ დაგიტევს, მთები-მუთაქები?!
მასწორებს ციურთა უზადო გუნდების დასი-გურანდების, უსწორო ქარების შორეულ ნისლებად როცა ვიბადები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ფილოსოფიური ელემენტებით გაჯერებული ლექსი. ფილოსოფიური ელემენტებით გაჯერებული ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|