ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2026


ნაჩათლახარი

ნინო დარბაისელი

ნაჩათლახარი
(შექსპირული სონეტი გალაკტიონს)

იქ, მთაწმინდაზე გვეგულვოდა წმინდა  ალაგი
მათი,  ნამყოდან  ვინაც მერმისს გახიდვია და
ამასობაში დალეულა  მიწის მარაგი.
ვერ დატეულა, ერისათვის ვინც იდიადა.

გახსოვთ? -  მიწიერ სადგომამდე გვიძღოდა კდემა,
თუმც არ მუდმივი, თუნდაც წამით  დაუფლებული.
გახსოვთ? - დაგვცადა ეკლოვანით  ხრიოკმა კლდემა?
საბაგიროსი, ტრამვაისი არ გვქონდა ფული

სტუდენტებს როცა.  გალაკტიონთან
ნარცისები რომ  ავიტანეთ, ის საღი  ღვინოც, 
შიგ ნაწობ  პურს  რომ გასდიოდა, როგორ გვტკიოდა!
რამდენი გვქონდა სატირელი და საღიღინო.

ეჰ, გალაკტიონ, მტრებს  ჩასაცემი
დარჩათ ლახვარი?
- გვერდს მოგიწვინეს ათი მთავრობის ნაჩათლახარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები