ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2026


სააღდგომო - შექსპირული სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სააღდგომო
(შექსპირული სონეტი abab cdcd efef gg)


მწყურია, მშია,
მაქვს სიცოცხლის პარამეტრები.
რა დროს შიშია,
თუნდ მომდევდეს ფარა მე მტრების!

თავსაც ვინაზებ,
ვითომ შიშმა გადამირბინა.
დავალ მიწაზე,
მიწის ქვემოთ - სხვას! - რა და, ბინა!

მაინც, მოარულს
მიწის ზემოთ - ცოცხალი მქვია,
გზას ვედგე ფარულს,
გინდ მივდევდე ნაპირებს ქვიანს.

რად გეტანებით -
- ჩვენ - სიკვდილის გადამტანები?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები