ხან ვტიროდით და ხან ვიცინოდით, დრო საკურნებელ მალამოს გვცხებდა. ყველა ვცქმუტავდით - წმინდა სინოდი - ახალ მესაჭედ ვის აირჩევდა?!
ზოგის წადილი იყო არევა, ზოგ რიტორიკას ახლდა სიხისტე, ყველას მცდელობა იყო ჩარევა იმაში, რასაც განაგებს ქრისტე!
მხოლოდ მორწმუნე უმცირესობა, ღიმილიანი და თან მწუხარე, თავის მომავალ "უწმინდესობას" ელოდა ლოცვით, მშვიდად, მდუმარედ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|