ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2026


  ჩამოტვირთვა

დაისი

საით ჩახვედი, მზის სხივო, სად გაიყოლე თვალთა
ელვა და თბილი ღიმილი რომელ სევდაში დაგრჩა?!
საით გაფრინდი მერცხალო, ცისფერ სარკმლიდან მაშინ?!
ძველ ბუდეს ნუღარ მოძებნი, არ დაგიხვდები სახლში!

მშობელიც ვეღარ მპოულობს, დაკარგული ვარ სხვა გზას.
არც დავდივარ და არც ვდგავარ, /თავსაც აღარსად ვმარხავ/.
თვითონაც ვეღარ ვპოულობ, ჩემი სიცოცხლის ნარჩენს,
ლექსებში გადავსახლდი, რომ
მუდამ ხსოვნაში დაგრჩე..

რა ფერი ჰქონდა ზამბახებს ლურჯი სიზმრების ბოლოს?!
რა ლამაზ სევდას მღეროდა, მახსოვს, თვალების ქორო.
მზეს ამოჰქონდა ცხრა სხივი, თან მოჰყვებოდა ლეთა..
რა კარგი იყავ აპრილო! რად მიხაროდი, ნეტავ?!

აღარ ვმღერი და არ ვტირი მარიამობის თვემდე.
უბრალო თეთრი ყვავილი და გაზაფხული შემხვდეს!
ნუ მეძებ თეთრო მერცხალო, ნუ მეძებ ღმერთის დედავ,
ადამიანებს დავშორდი, არც მოვიჩქარი შენთან.

ლანდი ვარ, თოვლზე რომ დავდგე, არ დაემჩნევა კვალი.
ყველაზე თეთრი თოვლის გზას გაჰყვა გული და თვალი.
ატმის ყვავილებს დაგიკრეფ, ჩემო რძისფერო სევდავ,
როგორი არის უშენოდ გამოზამთრება ნეტავ?!

ან როგორ უნდა აცხოვრო ღმერთი, გული თუ არ ძგერს..
გადავივიწყებ ნახსოვარ, ნაზარდნაფერებ ზამთრებს.
სადმე, წყლის პირას დავჯდები, მზემარგალიტის მძებნი.
იისფერ შუქს და სიმღერებს ამოვიმღერებ შენთვის.

აღარ მომიყვეთ სიზმრებო, არ გამახსენოთ ის ცა..
არ მასმენინოთ ჩამქრალი და სევდიანი მზის ხმა.
მზეო, ამოდი თვალთა სხივს, ეკვრის ნარეკალ-ლიბრი..
ამოაქარე სულიდან, დარდი შენსავით დიდი!

2026..
მარრტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები