ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2026


მართვე - შექსპირული სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მართვე
(შექსპირული სონეტი)

იჩეკებოდნენ მართვეები მაღლა, ბუდეში,
აქეთ ნაპირზე  ჭოგრიტიანთა  რიგი დგებოდა
ზოგი -  კვდებოდა, მაგრამ იყო რაღაც ნუგეში,
რომ ორიოდე ბოლოს მაინც გაიზრდებოდა.

წუხანდელ გრიგალს  იმათი ხე წაუქცევია,
დაშლილი ბუდე გაფანტულა იქვე,  არეში,
ზულ ნაჭუჭები და  რაღაცა ნაკუწებია.
დღე გაგვითენდა  ყველას მძიმე, მრუმე და მრეში.

დატრიალებენ შორიახლოს უკვე ძერები, არა მგონია, დედა არწივს ეშველა რამე,
შემოღობილის გარეთ მდგომი რას ეძგერები!
ხმა ისმის შორით მარტოოდენ “შვილი, ხმა გამე!”

თავს შევუძებ: - რას გიშველის ეს დარდი ფუჭი!
სტიქიისაგან რა გადარჩება? - მხოლოდ  ნაჭუჭი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები