ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 აპრილი, 2026


სიშიშვლე და სიტიტვლე

#რუსთველიანა

სიშიშვლე და სიტიტვლე

ახლა ვიფიქრე, რამდენსაც წავშლი, ყველას რომ გამოკვლევა ვუწერო და ვაჩვენო, იდიოტი  რომაა, ენერგია    ტყუილად უნდა ვხარჯო.
რაღაც კარგ საქმეს უნდა მოვაკლო.
ამიტომ, ვეცდები,  ძალიან მოკლედ დავწერო.
    ვინმე წულაძემ, ამასობაში სახელიც დამავიწყდა,  ,,თინათინის “გადმოვარდნილი ძუძუსთავის  ,,გასაპრავებლად” მაინცა და მაინც ის ორი ნამუშევარი დაასახელა,  მხატვრისავე  ჩანაფიქრით,  ფართო აუდიტორიის საცქერად რომ არა  და არ იყო შექმნილი!
  რომელი?!
- ბოტიჩელის -  “ვენერას დაბადება” და გოიას ,,შიშველი მახა”!
    ამ მაგალითებით სურდა  დაემტკიცებინა, რომ ხელოვნებაში -  სიშიშვლე. (ჩემთვის - სიტიტვლე) - ესთეტიკურია, (თუმცა  მანამდე დასმულ კითხვაზე ვერაფერი  მიპასუხა).
    ბედი არ გინდა?!
   
    ორივეს შექმნის ისტორია  გამოკვლეულია მილიონნაირად, შესწავლილია, ცნობილია,  მაგრამ კინოგანთლებამიღებულს (ნეტა რა სპეციალობისაა,  ისე) -  ალბათ, ის ჰგონია ნამდვილი,  რასაც ფილმის პროდუსერი სიუჟეტისთვის დრამატულობის მისანიჭებლად იყენებს.

1.  დღეს  კი  ფ. გოიას შიშველი  და შემოსილი მახაც (1800- 1804) პრადოს მუზეუმში გვერდის გვერდ კედლებზე  კიდია და ვინც მუზეუმს ეწვევა, ერთადაც  ნახავს, მაგრამ თავის დროზე  ფ. გოიამ ეს ორი  სურათი ერთდროულად  შექმნა არა  ფართო აუდიტორიის საყურებლად, არამედ, როგორც შეკვეთა კერძო, პატარა  ოფისში მყუდროდ დასაბინავებლად.
    ეს იყო  მანუელ გოდოის, ესპანეთის პირველი სახელმწიფო მდივნის - შეკვეთა (1798-1799)
მასზე გამოსახულია არა ვინმე ჰერცოგინია ალბა, არამედ  ერთი  სოფლელი გოგო, მაშინ ეს იყო მიღებული პრაქტიკა. რომ მენატურედ არა  მაღალი კლასის წარმომადგენელი, არამედ ვინმე უჩინო  უნდა ყოფილიყო.

    2. კიდევ უარესადაა საქმე ბოტიჩელის  ვენერას დაბადებასთან დაკავშირებით.
(ალბათ ქრონოლოგიას რომ მივყოლოდი, ჯერ მისი ამბით უნდა დამეწყო)
  ცნობილია, რომ ისიც შეკვეთით დაიხატა,  ლორენცო მედიჩის  ახლო ნათესავთა  შეკვეთით,  ახლად აშენებული ვილა დი კასტელოს ერთ-ერთი  საძინებლის დასამშვენებლად.
  1477 წელს, როცა ჯორჯო ვაზარიმ ინახულა იქაურობა და იმავე დროს  სასახლის ინვენტარიზაციაც  ჩატარდა,  ეს ნამუშევარი ჯერ  არსადაა მოხსენიებული,  ანუ შეკვეთა -  ჯერ შესრულებული არ არის.
  გაგიკვირდებათ,  ვენერას კი სახე სიმონეტა ვესპუჩისა აქვს, (ბოტიჩელისა  და ზოგადად,  რენესანსული სილამაზის  იდეალი),  მაგრამ  სიმონეტა  (1469- 1476)-უკვე გარდაცვლილია, ხოლო მანამდე -  ლოგინად იყო ჩავარდნილი. ტანი -  ვენერასი,  სტურუას  “თინათინისა” არ იყოს, ცალძუძუგადმოგდებულია,  მაგრამ, ასევე,  სხვისია - ვინმე დაბალი წრის ქალისა. სიმონეტა - უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდა და მეტი საქმე არ ჰქონდა, საათობით შიშველი მდგარიყო ვინმე  ბოტიჩელის წინ!
ეს არის ყოვლად გამორიცხული!
    მკვლევარები თანხმდებიან, რომ ნამუშევარი თარიღდება არაუადრეს 1482 წლისა, ბოტიჩელის გამგზავრებამდე ფლორენციიდან. -  რომში.
ანუ შეკვეთით შესრულებული ეს ორივე ნამუშევარი  არა მნახველთა ფართო წრისათვის, არამედ ინტიმური გარემოსათვის იყო შექმნილი.
დღეს “პრიმა ვერაც” ( ასევე შეკვეთით შექმნილი (და ვენერას დაბადებაც -  ფლორენციაში, უფიციშია საჯაროდ გამოფენილი.
   
    თეატრალური წარმოდგენაც  ინტიმურ გარემოს გულისხმობს, არა?
  რაკი მაინც ფლორენციის მიდამოებში ვტრიალებთ, ამ მცირე ოპუსსაც მიქელანჯელოს დავითით დავამთავრებ.   
    ეს ცნობილი იუმორია:
    იცით, რა განსხვავებაა  ნამდვილ ხელოვნებასა და  იმას შორის, რაც უნდათ, ხელოვნებად შემოგვასაღონ?!
    აი, მიქელანჯელოს დავითი ხომ  ქვაში გაცოცხლებული სულია,  არა?!
  აკადემიაში მის საყურებლად რომ მივიდეს ვინმე  და  აგერ, დავითი  შიშველი დგასო და თვითონაც  იქვე ჩაიხადოს!
და კიდევ ერთხელ, ამ ყველაფერს ვეფხისტყაოსანთან რა კავშირი აქვს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები