შენ ყმაწვილო უკვდავებით დაღლილო, საქართველოს მედალო და მერანო, დედაკაცთა მშველებელო არწივო, ვაჟკაცობის უღელში შენ ნეტარო, რა დაგარქვა აღარ ვიცი მეტი ხარ, რომ გაქცევა არა გიღირს ქვეყნიდან, მტრისთვის ისევ თავს დასხმული რეტი ხარ, გამოგარჩევს საგმირონი ბევრისგან, ვახ ლაჩარო მტერო,გული მოგიკვდეს, რადგან სისხლი დაქცეული შენზეა, მტერი თურმე მალვით როცა მოვიდეს, და ხანჯალი სადღაც ზევით ჭერზეა, არა შედრკე არა გშვენის შიშობა, მათი ურდო ჩვენ ერთ კაცზე გაგვიყვეს, მაშ დაეცეს ძირსა მტერთა მეფობა, დარჩეს მიწად მტერი ისეც სამიწე. ახლა ვაჟებს არ შეშვენის სიბეცე, ახლა დროა გაღიმებულ წამისა, ქართველს გული ეჩვენება სიმხეცედ, მხეცი ჩვენი საქართველოს ვალისა, გაიღვიეძეთ მერანებო ,არწივნო, გულზე დარდი დამწოლია ქვეყნისა, გაცოცხლდით თქვენ დამიწებულ არქივნო, მტერი რომ გვაყვს და არ ვიცით ჩვენ მისა...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა! ვსვამ თქვენ სადღეგრძელოსაც. მადლობა! ვსვამ თქვენ სადღეგრძელოსაც.
2. გაიხარეთ მუხა და იდღეგრძელეთ < 3 გაიხარეთ მუხა და იდღეგრძელეთ < 3
1. კარგი ლექსია, ნამდვილად ის ქართველი ყრმა, რომელიც ქვეყნიდან არ გაიქცევა და მტრის რისხვად იქცევა საგმიროა. გაუმარჯოს საქართველოს არწივების ბუდეს!
კარგი ლექსია, ნამდვილად ის ქართველი ყრმა, რომელიც ქვეყნიდან არ გაიქცევა და მტრის რისხვად იქცევა საგმიროა. გაუმარჯოს საქართველოს არწივების ბუდეს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|