ვიცი დაგღალე, მიწავ- ტიალო, ვფურცლავ ნაბიჯებს, და ღამისთევებს. კარდაკარ უნდა ვიხეტიალო, სანამ ღრუბელი სულს განუტევებს. რაღაც იყო და რაღაც გათავდა, უვარსკვლავოა ჩემი ცის ტილო, უნდა, დავემხო ძვირფას საფლავთან ეს მარტოობა გამოვიტირო, სადღაც , ტოტებში ქარი თავს იკლავს, მთვარე მარიდებს ღრუბლიან თვალებს... ღამე გამომდებს, მდუმარედ ხელკავს... წავა, დილამდე იხეტიალებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|