ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2026


სევდისა და სიცილის სონეტი

ნინო დარბაისელი

სევდისა და სიცილისათვის
(სონეტი)

ზოგჯერ თუ  ფიქრი მომეძალა,
ვსევდიანდები,
ღმერთო, გაძლების მომე ძალა,
ნუ გვიანდები!

ქვეყნად რამდენი იარება
გაჭირვებული,
რამდენს სჭირს ცრემლის  ღვიარება,
არის ვნებული!

მე კი დავმდგარვარ მოწყენილი.
გოიმობაა!
თავხედის დავიწყე  ნირი -
- უფლის გმობაა!

რად დავიწამო  სხვისი  ცილი?
არ სჯობს სიცილი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები