 | ავტორი: ანანე კიკნაძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 ნოემბერი, 2026 |
რა მალე გაფრინდნენ თბილ ქვეყნებში, ფრთები რა სწრაფად გააქროლეს - ჩიტებმა ბუდე მიატოვეს, ჩიტები ღრუბლებს დაეტოლენ. რა მალე დაგრძელდნენ ღამეები, ვარსკვლავთა ცვენაც რა სწრაფია, ჩვევაა, ყველგან დავეძებდე, ალისფერ შროშანებს ხალებიანს. ყველაფერს ძველებურად ვიმეორებ, ვუკვეთავ ორ ყავას - მიცივდება, შენი მუდამ ყოფნის ალიბია, შენი გარდასახვის ნივთმტკიცება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|