 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 3 აპრილი, 2009 |
არცერთი ნავით არ ისურვე წასვლა და დარჩი წვიმაში... ქარში... ვერ სცილდები ნაცნობ ქავაფენილს. ცა. ჟან გაბენი. თოლიების აქათქათება. ხიდისქვეშეთში შეიტყუეს ღამე კატებმა შავი თვალებით, ომნიბუსის შავი რელსებით... წყევლი ბელზებელს!.. საიდანღაც - თეთრი ფიატი. - ჰო... ეს რიკული მერვეა თუ მეცხრე? - მეათე. ისევ თავიდან!.. გნუსხავს სენა სხვისი ნავიდან აქეთ - და იქით - მტკვარი გიხმობს, მტკვარი გეძახის. არც ამიაკის სუნი ასდის და არც თეძაფის, - უბრალოდ ღელავს, ბრუნავს, ბორგავს, შფოთავს შენსავით. არცერთი ფრანით არ ისურვე წასვლა და დარჩი პოეტი... ქარში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|