ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2009


შენ მე ბედნიერება მაჩუქე

ასე გულიანად
ჩახითხითება
გიხდებაო ქალ შაო...
ეგ თოლებიც
უცნაურად გიელავსო,
გულს მართმევსო
თოლ შაო...
ნუღარ შამამხედავ
აგრე მწველად
მზე ქალავ...
ავაახ დავიდაგე,
სუნთქვა შემეკუმშა
ზე ქალავ...
არა, ნუ მარიდებ,
მაგ ცქრიალა თოლებს
ეგ მამკლავს...
სისხლი გამეყინა,
ნეტამც მამახვევდე
ციცქნა მკლავს...
ჩემო ერთავ ქალო,
ჩემო სულის სუნთქვავ,
მზის დარო...
შენ სხვას გაგატანო?
აბა ვაჟსა მკითხე
მინდა რო?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები