ფშავის არაგვის ხეობაში, ქალაქიდან შორს, სოფელთან ახლოს, ველ-ტყიანში თეთრად ყვავის პანტის ხეები; და სადღაც იქვე, ცხელი მზით და ნოტიო მიწით, ტანს იმსხვილებს საშეშე რცხილა, რომ შეაღწიოს ღუმელში და ცაში გაფრინდეს.
აქ კი, ქალაქში, სოფლიდან შორს, პანტებიდან შორს, ჩემი ტკივილი თავის მუქ ფრთებს იღონიერებს და ზამთრის პირზე, როცა მოჭრიან საშეშე რცხილას და დამწიფდება პანტა ფშავის ტყე-ველიანში და გადამფრენი ყველა ფრინველი გაიკრიფება სამშობლო მხარის ტყე-ჰაერიდან, შემისვამს ფრთებზე ღონიერი, ფრთამუქი ჯავრა და სოფლამდე ფრენით მატარებს...
გადახვევია რცხილას შეშის სითბო და კვამლი (კვამლი, ვითომდა ცრემლის მიზეზი); ძველი ხელადით შემოჰყვება დედის დაღლილ ხელს პანტის წვენი - მეგობარი ჩემი სიყრმისა; ჩამოჯდება პატარა ხანს დედაჩემი ხელსაქმით ხელში; ჩამოისვენებს პატარა ხანს ჩემი ტკივილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გადახვევია რცხილას შეშის სითბო და კვამლი (კვამლი, ვითომდა ცრემლის მიზეზი);
გადახვევია რცხილას შეშის სითბო და კვამლი (კვამლი, ვითომდა ცრემლის მიზეზი);
3. რა კარგია, რა სევდიანი და ძლიერი რა კარგია, რა სევდიანი და ძლიერი
2. წაკითხული მაქვს მახსოვს, სიამოვნებით დაუბრუნდებოდი. გვირილებიც ხომ სცოდავენ ხოლმე, ხშირად გვაჯერებენ იმას რაც ილუზუაა. ბატონო ომარ წარმეტებები წაკითხული მაქვს მახსოვს, სიამოვნებით დაუბრუნდებოდი. გვირილებიც ხომ სცოდავენ ხოლმე, ხშირად გვაჯერებენ იმას რაც ილუზუაა. ბატონო ომარ წარმეტებები
1. წიგნიდან "ცოდვები და გვირილები". წიგნიდან "ცოდვები და გვირილები".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|