ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2009


თეთრო ვარდებო

სთვლემდნენ ვარდები უცხო მხარეში
შორს გასცქეროდნენ ზღვის თეთრ ნაპირებს,
იდგნენ სიმშვიდით ბნელ დღე-ღამეში
ვერ ასრულებდნენ ცის დანაპირებს

მე კიდევ მესმის თქვენი დუმილი
თეთრო ვარდებო მდგომო მდუმარედ,
გამეფებულა ყველგან ქუხილი!!!!
ჩასძინებოდათ გედებს მწუხარედ...

გადოვდათ ძილში თეთრი ფიფქები
თოვლთა მხარეში,სიმწუხარეში....
უძირო გქონდათ ლურჯი თვალები
ვარდნო!! გაზრდილნო უცხო მხარეში,

ვხედავ ღიმილი ისევ დაკარგეთ
სახე შეგშლოდათ დროთა თარეშში....
როცა წყვდიადში მე თქვენ დაგკარგეთ
ცრემლად გდიოდათ წვიმა თვალებში,

რად მენატრება თქვენი ზმანება
როგორც გამკრთალი მთვარე ღამეში....
გარბოდნენ ლექსად ვრცელი დღეები!!!!
ღელვა მახსოვდა ზღვისფერ თვალებში....

გაფრინდით როგორც ლურჯი მტრედები....
როგორც ცის თოვლი მკრთალი ღამეში,
მაგარამ მე ძლიერ დამენანება....
თქვენი ცრემლები უცხო მხარეში.....!!!!! "


                                                                                (2007წ 9 აგვისტო)გაგა გოგოლაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები